უსუფაშვილი: თუ გამოძიება wikileaks.center-ის გამო დაიწყო, დამაზარალებელი იქნება

თავს შევიკავებ სადმე დარეკვისგან და იმის გარკვევისგან, რას იძიებენ და რატომ იძიებენ. იმიტომ, რომ არა მგონია, ეს ჩემი და თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში შედიოდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ამის მოკითხვა. ამასობაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მსგავს გამოძიებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის დოკუმენტი [wikileaks.center-ზე გამოქვეყნებული დიალოგი], რომელზეც თქვენ მიანიშნეთ [მიმართავს ენმ-ის წევრებს], ეს ძალიან მალე გამომზეურდება და ეს იქნება უკიდურესად დამაზარალებელი, რბილად რომ ვთქვა, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთი გამოძიება დაიწყო ასეთ დოკუმენტზე. 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიების დაწყებაზე.

კომენტარები