ე.წ. კორტების საქმე

ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენი 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების მიმართ განაჩენი 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება. ამის შესახებ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა და აღნიშნა, რომ მოსამართლეს დრო სჭირდება წარმოდგენილი არგუმენტების გადასამოწმებლად. განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრებიან ლევან ბეროძე და გიორგი ცააძე. 

ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულები არიან გიორგი ცააძე, ირაკლი ფირცხალავა, კახაბერ ნაკანი, ლევან ბეროძე და გრიგოლ კვინიკაძე. აქედან გრიგოლ კვინიკაძე ძებნაშია. გამოძიება ბრალდებულებს განზრახ მკვლელობას, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და უკანონო დაკავებას ედავებიან. 

ამის გარდა, შვიდი რიგითი სპეცრაზმელის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. 

კომენტარები