მთის განვითარება

პრემიერმა ენმ-ის წევრს მთის განვითარების კომისიის სხდომა დაატოვებინა

radiotavisupleba.ge

მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. პრემიერმა სხდომა ენმ-ის წარმომადგენელ ტარიელ ლონდარიძეს დაატოვებინა. ირაკლი ღარიბაშვილმა ლონდარიძე საბოტაჟში დაადანაშაულა.

თავდაპირველად სხდომაზე დასასწრებად ნაციონალური მოძრაობის 3 დეპუტატი მივიდა, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი შეუშვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ სია იმ ადამიანების, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციას მიაწოდეს.

სხდომიდან გამოსულმა ლონდარიძემ პრემიერმინისტრის განცხადება შეურაცხმყოფელად შეაფასა. შენობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა უკვე დატოვეს.

კომენტარები