რუსთავი 2-ის საქმე

ურთმელიძემ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი დაიწყო. სხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ანუ, რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უნდა წარადგინონ ზუსტი ანგარიში, თუ რა ზარალი მიიღო ტელეკომპანიამ ყადაღის გამო. კალკულაცია რუსთავი 2-ის მხარემ 30 ოქტომბერს უნდა წარადგინოს.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა 22 ოქტომბერს შუამდგომლობა დააყენეს იმის თაობაზე, რომ ქიბარ ხალვაშმა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხოს 700 ათასი დოლარი. მათი თქმით, ეს არის ზარალი, რომელიც კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქონების დაყადაღებით მიიღო.

კომენტარები