როდესაც რეგიონსა და მსოფლიოში კრიზისია, ერთი ქვეყანა იქ ვერ იმარჯვებს და ვერ აკეთებს სასწაულებს, თუმცა კიდევ ჩნდება ეჭვები, რომ ეროვნულმა ბანკმა ადეკვატურად ვერ იმოქმედა ზოგიერთ სიტუაციაში. ასეთ პირობებშიც კი ჩვენ გვქონდა ეკონომიკის 3 %-იანი ზრდა, რითაც რეგიონშიც ყველაზე დიდი მაჩვენებელი დავაფიქსირეთ და ევროპაშიც. როცა ყველგან კრიზისია, ერთი ქვეყანა ვერ იქნება სუპერწარმატებული, თუმცა იმ პრობლემებშიც კი, რაც შარშან იყო, ჩვენ ვიყავით სხვებზე უკეთეს სიტუაციაში - შედარებითია ყველაფერი. რა მაძლევდა იმ განცხადების გაკეთების საფუძველს, რომ მეორე წელი იქნება სტაბილური, მესამე -კარგი, მეოთხე კიდევ უფრო კარგი და და.შ? ამის საფუძველი იყო ის, რომ ჩვენ ვაფუძნებდით იმ თამაშის წესებს, რის ხარჯზეც მიიღეს წარმატება წარმატებულმა ქვეყნებმა. კერძოდ ესენია ის, რომ კერძო საკუთრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, ის რომ ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და კონკურენტუნარიანი, ის რომ ეკონომიკური კანონები უნდა იყოს გასაგები, ის რომ კანონი უნდა დაიცვას პირველ რიგში ხელისუფლებამ და ა.შ. სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ სწორი თამაშის წესები დაიგეგმებოდა, რაც მოხდა კიდეც და ამას ექნება შედეგი. ამბობენ, რომ ინგრევა და ნადგურდება ყველაფერი – ბოდიში მოიხადონ. ინგრევა და ნადგურდება მათი პარტია მათივე ქმედებით და არა ჩემი ქმედებით. თქვენ გინდათ ხვალ შვეიცარიასავით იცხოვროთ? - ბოდიში მოიხადეთ. თუ ხვალ ითხოვთ შვეციას? - ბოდიში მოიხადეთ. მაშინ მიიღებთ ახალ უბედურებას. თუ საზოგადოება მოითხოვს იმას, რომ ხვალ შვეიცარია უნდა მოახერხოს ღარიბაშვილმა და მთავრობამ და გადავუსწროთ შვეციას, მივიღებთ ახალ უბედურებას. თუ რეალობას დავკარგავთ და ღვინიაშვილივით ვიქნებით, რომელმაც არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე მკითხა, სად არის დახნული მიწებიო, ახალ პრობლემებს მივიღებთ
tbl.ge/9ph
დაკოპირდა

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედში.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




