ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: ჩაჭიდებულ საუბარში დავამტკიცე, რომ საჭიროა შესატყვისი აქცენტები

როდესაც პრეზიდენტი შევიდა დაუკითხავად, არანაირი ფორმა არ დაიცვა და შევიდა პრეზიდენტის სასახლეში, დავით უსუფაშვილთან მქონდა ამაზე ჩაჭიდებული საუბარი. პრეზიდენტს კანცელარიაში ჰქონდა ყველა პირობა სამუშაოდ, ღარიბაშვილზე 2-3 ჯერ მეტი კაბინეტი ჰქონდა. მე და უსუფაშვილს გვქონდა ძალიან ჩაჭიდებული საუბარი. უსუფაშვილს დავუმტკიცე პირად საუბარში, რომ პრეზიდენტი არასწორად მოიქცა და ამაზე უნდა გაკეთდეს შესატყვისი აქცენტები. მან საუბარშივე მითხრა, რომ არ ჰქონდა არგუმენტები, მაგრამ პოზიცია მაინც არ შეიცვალა. მართლაც ის გამოვიდა და გააპრავა. ამ დროს მე პრემიერი აღარ ვარ. ამის შემდეგ მე უსუფაშვილისთვის არ დამირეკავს და არც რჩევის მიცემაზე მქონია პრეტენზია. ვერანაირი გავლენა უსუფაშვილზე ვერ მოვახდინე.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები