ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: "არაფორმალური მმართველობა" ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში

იმას, რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში. ერევათ იმაში, რაც მე ძალიან ხშირად მითქვამს ტელევიზიით, რომ მე მაქვს საზოგადოების გარკვეული ნდობა და ამ ნდობით მე შემიძლია, ვისარგებლო ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი ხელისუფალი გავაკრიტიკო. აი, კონტროლი რასაც ჰქვია საზოგადოების და რაშიც ჩვენ სამწუხაროდ, იმიტომ, რომ არ გვქონდა პრაქტიკა, გამოცდილება ცოტა გვაქვს, და საზოგადოება შეიძლება, ამას ეფექტურად ვერ ახერხებს, მე გარკვეულწილად ვავსებ, ის, რაც მაქვს საზოგადოებიდან ნდობა, საზოგადოებასვე ვუბრუნებ და მის ფუნქციას ვასრულებ და ვაძლიერებ ასე შეიძლება ვთქვათ...

მე არ ვმართავდი, არ ყოფილა არაფორმალური მმართველობა, გარწმუნებთ. ძალიან კანონმორჩილი ვარ და ძალიან ვცდილობ, პირველი დავემორჩილო კანონებს და ამას ვითხოვ სხვენისგანაც. კონტროლს არქმევენ მართვას

ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" .

კომენტარები