ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: მე პატარა ბიჭი აღარ ვარ, პრინციპში, ის ენერგიაც აღარ მაქვს

2016 წელს თუ ისე არ მოხდება, როგორც მგონია მე და მოსახლეობა ჩემს პოზიციას, ჩემს აქცენტებს არ იზიარებს და სხვა შედეგებს მივიღებ, რა თქმა უნდა, ვალმოხდილი და წყნარად წავალ. მე პატარა ბიჭი აღარ ვარ, პრინციპში, ის ენერგიაც აღარ მაქვს, რაც ადრე მქონდა, მაგრამ მთელს ენერგიას ვწირავ ამ საქმეს, ეს არის ჩემი სტიმული, მაქვს ვალდებულების განცდა და მხოლოდ ერთადერთი მამოძრავებს - არცერთი ჩემი ქმედება საქართველოში არ არის პირადულიდან ამოღებული, რასაც კი ვაკეთებთ, თუ გნებავთ პანორამა და ქართუ ბანკიც კი, ემსახურება ერთ რამეს, როგორ დავეხმარო ჩემს ქვეყანას და არავითარი კომერციული ინტერესი მე საქართველოში არ მაქვს.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები