ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: 2016-ში თუ ჭარბი ნდობა არ მექნა, გადავალ და მებაღეობას გავაგრძელებ

ბიძინა ივანიშვილი
საზოგადოება 2030

ტელეკომპანია იმედის ეთერში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს წამყვანმა ჰკითხა - მოსახლეობამ რომ დაგარწმუნოთ 2016 წლის არჩევნებზე, რომ არ გაქვთ ჭარბი ნდობა და არც იმ გუნდს აქვს ჭარბი ნდობა, რომელსაც თქვენ გულშემატკივრობთ, მაშინ, რას იზამთ?

"კი, ბატონო. მეც მიფიქრია მაგაზე და არ მგონია, რომ ასე იქნება. თუ ეს ასე იქნება, არც კი ვიცი, რომელია ჩემთვის უკეთესი. არ იქნება 2016-ში, იქნება ოდესღაც. როცა იქნება ეს, სიამოვნებით მოვიხსნი ამ როლს და მანტიას, რაც მე გამაჩნია და ვიტყვი, რომ ჩემი როლი ვითამაშე, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, რაც შემეძლო და ვალმოხდილი გადავალ და მებაღეობას გავაგრძელებ, რაც არის ჩემი რეალური ჰობი და რაც ძალიან მიყვარს", - უპასუხა ივანიშვილმა.

კომენტარები