ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი მეოთხე წელზე: დაფუძნება მოხერხდა და ამან თავის შედეგი უნდა გამოიღოს

მე რაც მაძლევდა საფუძველს იმისას ასეთ განცხადებებს, რომ ვაკეთებდი და რატო ვამბობდი მაგალითად, რომ მეორე წელი იქნება სტაბილური, მესამე კარგი, მეოთხე წელი ძალიან კარგი და დანარჩენი წლები იმაზე კიდევ უფრო კარგი - ამის საფუძველი იყო ის რომ ჩვენ ვაფუძნებდით ამ თამაშის წესებს, რის ხარჯზეც მიიღეს ესეთი წარმატება წარმატებულმა ქვეყნებმა. ის რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს, ის რომ ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და გარემო კონკურენტუნარიანი ის, რომ ეკონომიკური კანონები უნდა იყოს გასაგები. კანონი უნდა დაიცვას პირველ რიგში ხელისუფლებამ და ასე შემდგომ ამის დაფუძნება მოხერხდა და ამან თავის შედეგი უნდა გამოიღოს და ამავდროულად მე ვამბობდი, რომ სწორი თამაშის წესები დაიგეგმება და ამას ექნება შედეგი. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში.

კომენტარები