ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: დროის 90%-ს დასავლეთის დარწმუნებას ვანდომებდი, რომ ენმ ცრუობდა

უამრავი ეჭვები იყო, იყო ეჭვები იმაზე, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა საქართველოში რაღაც საოცარ დემოკრატიას აშენებდნენ და ჩვენ, მაგალითად, ჩემი პრემიერობის დროს, 90% დროს ამას ვუთმობდი ძირითადად, რომ დამერწმუნებინა ჩვენი კოლეგები, მეგობრები და პარტნიორები, ამერიკაში თუ ევროპაში, რომ ეს ასე არ იყო. ეს ასე არ იყო, რომ ესენი ცრუობდნენ, და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა და ძალიან მძიმე ეტაპი გამოვიარეთ. 90% დროს მე შეგნებულად ძირითადად ამას ვუთმობდი, რომ როგორმე ჩვენი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ ის, რასაც გეუბნებოდნენ, ასე არ იყო და მე მგონი, რომ გაიგეს. იქაც გაიგეს და აქაც გაიგეს და ამ პროცესსაც გაიგებენ, არ უნდა ზედმეტი შფოთვა - კვირიკაშვილი იქნება თუ სხვა - რომ ეჭვები ექნებათ. ეჭვები თუ ექნებათ, უნდა გავუფანტოთ ეს ეჭვები, ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ საფუძველი არ უნდა მივცეთ რეალური და არარეალურს, რასაც ესენი ხატავენ ახლა, გაიგებენ ბოლობოლო, რა ვქნათ. თვითონ ფორმა, სულ რომ არ იცოდე, საქართველოში ნამყოფი არ იყო, არ გქონდეს გაგონილი რუსთავი ორი საერთოდ, არ გქონდეს გაგონილი ნაციონალური მოძრაობა, როგორ იქცეოდა და რა ხდებოდა და ნახო მხოლოდ ეს ფორმა, რომ სასამართლოში შევიდა განცხადება, ერთი მესაკუთრე უჩივის მეორეს და ნახო, როგორ იქცევა გვარამია და როგორ იქცევა ენმ, ძალიან დიდ ეჭვებს დაბადებს, რომ ამათ რაღაც უჭირთ ძალიან, რაღაც კარგად არ აქვთთ ამათ და რაღაცაზე ყვირიან.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში.

კომენტარები