ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: სად მიდიან, მოსამართლემ დავა რ2-ის სასარგებლოდ რომ გადაწყვიტოს?

რუსთავი 2-ის საქმეზე ძალიან დიდი აჟიოტაჟია. მოსამართლეზე თვითონ ძალადობენ. გაიხსენეთ უგულავას სასამართლო, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოსამართლეს. გაიხსენეთ უფრო ადრეული - მერაბიშვილის სასასამართლო. გაიხსენეთ ახალიას სასამართლო. ამ ხალხს რა დღეში ჰყავდათ საზოგადოება და როგორ ექცევიან მოსამართლეებს. დღეს უკვე მოსამართლის გასამართლება უნდათ. იქით გადავიდა აქცენტი, რომ მოსამართლე უნდა გასამართლდეს და არა სამართალი გამოიტანოს ამ დავაში. დავას თავი უნდა დავანებოთ და მოსამართლე გავასამართლოთ. ასეთი აჟიოტაჟი შექმნეს. რატოა ასეთი აჟიოტაჟი, რისი ეშინიათ. როგორ კადრულობენ იმას, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ყველას. მთელს სისტემას აყენებენ შეურაცხყოფას. არ ვიცი მე, როგორ გადაწყდება ეს დავა. იქნებ მათ სასარგებლოდ წყდება ეს დავა, სად მიდიან, რომ მოსამართლემ დავა გადაწყვიტოს, რაც არ უნდა გამოვრიცხოთ, მათ სასარგებლოდ. აი, რას შვრებიან მაშინ?

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები