მთავრობა

პრემიერი: ასჯერ თუ გეტყვიან მთავრობა უუნაროა გიჩნდება ეჭვი მართლა ასე ხომ არაა

როცა ასჯერ გეტყვიან, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს და უუნაროა, გიჩნდება ეჭვი, მართლა ასე ხომ არ არის, მითუმეტეს, რომ ამის გადამოწმების საშუალება არ გაქვთ. არ არსებობს ალტერნატიული წყარო, რომელიც სიმართლეს გეტყვით. ამიტომ ვეუბნები მინისტრებს, რომ უნდა ვიაროთ რეგიონებში და უნდა გითხრათ სიმართლე, ღიად მივიღოთ თქვენგან კრიტიკაც, მოვისმინოთ პრობლემებიც. ყველგან ასეა - ევროპაში, ამერიკაში არსებობს დაბალანსებული, ინფორმაციის მიღების ორი ალტერნატიული წყარო – ერთი შეიძლება იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაგრამ მეორე დამაბალანსებელია. ჩვენთან აბსოლუტურად უკუღმაა ყველაფერი. ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილში გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები