დღეს ჩვენ, რუსთავი 2-ელები მოვედით თქვენთან, ამ ქვეყნის თავისუფალ ხალხთან იმიტომ, რომ ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებაში, როდესაც გვაჩერებენ ყადაღებით, როდესაც გვიმონტაჟებენ თავზე კამერებს, როდესაც გვაშანტაშებენ ათასი სისაძაგლით და უბედურებით, ჩვენ მაინც მოვდივართ იმ ადამიანებთან, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით, ამ ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან, თქვენთან! მეგობრებო, რუსთავი 2, ეს ადამიანები, ვინც დღეს აქ არიან, ყველა, ვინც დღეს თქვენთვის მუშაობს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, რომ არც ერთი თქვენგანი არ ჩავარდეს იმ დღეში, როგორ დღეშიც ჩვენ ამ დღეებში გვაგდებენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ქართველი ახალგაზრდები გაიზარდოთ, თქვენი ბედნიერება იპოვოთ თავისუფალ ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ქართველი მოხუცები და პენსიონერები ცხოვრობდეთ უკეთესად იქ, სადაც პატივისცემით გეპყრობიან, იქ, სადაც უყვარხართ და იქ, სადაც აბუჩად არ გიგდებენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ, ქართველი პოლიტიკოსები იყოთ თანაბარი ყველას წინაშე, კანონის წინაშე და გქონდეთ თანაბარი შანსი, გაიმარჯვოთ თანასწორუფლებიან არჩევნებში და მხოლოდ აი, ამ ადამიანებმა, აქ შეკრებილებმა, თუ ეკრანებთან შეკრებილებმა, გადაწყვიტონ, თუ ვინ იქნება ამ ქვეყნის ხელმძღვანელი. ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყველა წინაღობისა, ჩვენ ყოველთვის მოვალთ თქვენთან და ვიტყვით მართალ სიტყვას, იმიტომ, რომ ეს რუსთავი 2-ია! როდესაც ესე ძალიან უნდათ, რომ საქართველოში არ იყოს არაფერი, მათ შორის თავისუფალი სიტყვა და რუსთავი 2, აქ მოსვლით ათაითასობით ქართველმა დაამტკიცა, რომ არაფერი არ წყდება აქ, ყველაფერი წყდება აქ, ადამინებში, ქართველებში, თავისუფალ ხალხში. კიდევ ერთხელ მინდა ყველას გასაგონად, პირველ რიგში იმ ადამიაბეის გასაგონად ვთქვა ვინც აქ მუშაობს-რუსთავი 2-ს გაუმარჯოს!
tbl.ge/qnj
დაკოპირდა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თავისუფლების მოედანზე სიტყვით მიმართვისას
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




