21 ოქტომბერს, საერთო სამუშაო სივრცესა და სოციალურ ბარ - გენერატორ 9.8-ში ჩატარდა Gem Fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას საჯარო განხილვა და დისკუსია თემაზე: "საფესტივალო ტურიზმი და მისი მნიშვნელობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის".
ფოტო: Gem Fest
როგორც მოგეხსენებათ, ელექტრონული მუსიკა 90-იანი წლებიდან აქტიურად ვითარდება. დღეს ეს ანდერგრაუნდ კულტურა, მსოფლიოსა და საქართველოს ახალგაზრდების ერთ-ერთ უდიდეს სუბკულტურას და მეინსტრიმს წარმოადგენს;
სწორედ ელექტრონული მუსიკის წყალობით განვითარდნენ ისეთი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალები, როგორიცაა Tomorrowland, Ultra Music Festival, Burning Man, Sonar, Creamfields, EXIT, Mysteryland, Paris Techno Parade,Positivus, Sziget, Stereosonic და ა.შ.
ფოტო: Gem Fest
Gem Fest 2016 იგეგმება 11-14 აგვისტოს პერიოდში, ხოლო შესაძლო Lineup-ი ასე გამოიყურება: Maceo Plex, Seth Troxler, Jamie Jones, GusGus Live, Fedde Le Grand, Nina Kraviz, Solomun, Hot Chip Band, Carl Cox, [a:rpia:r] The Martinez Brothers, The Prodigy , Chemical Brothers, Massive Attack, Hardwell.