თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად დაგეგმილ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ხოშტარიას, გოგებაშვილის და კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის, ქეთევან წამებულის გამზირის, წინანდლის, ხახანაშვილის, საბადურის, სამასი არაგველის, ბოგდან ხმელნიცკის, ეკატერინე ფორაქიშვილის, დესპინე გელოვანის, პატარძეულის და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანდრო ეულის, ნუცუბიძისა და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის I, III და X კვარტლების, საცხენისის, შუამთის და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოხატაურის და მახალდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის და სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები