რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ინფორმაცია მომიტანა მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა, ვისაც ვენდობი

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა. მისი თქმით, თან აქვს დისკი, რომელზეც ჩაწერილია შანტაჟის შესახებ ინფორმატორის რუსთავი ორში შესვლა-გამოსვლის კადრები. გვარამიას იურიდიულ კონსულტაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს.

"ჩვენ ვისაუბრეთ პროკურორთან, ჩემი ადვოკატი არ იმყოფება სამწუხაროდ საქართველოში და ამიტომ, ვიდრე ახალ ადვოკატს ვიპოვიდი, დრო დამჭირდა და შევთანხმდით, რომ ამ დროს მოვიდოდი. რაც შეეხება იმას, რის თქმას ვაპირებ, ვაპირებ, რომ დავასახელო ის ადამიანი, ვინც ეს ინფორმაცია მომიტანა და არა - მემუქრებოდა. ის ინფორმაციის მომტანი იყო მთავრობისგან და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მან ეს გააკეთა. ეს ადამიანი ასეთად დამისახელა ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის ბოლოს. ამ ადამიანს მე ვიცნობ, ვენდობი მას, ურთიერთობა გვაქვს და მთავრობასთანაც აქვს მას ურთიერთობა. ამიტომ ორმხრივად მისაღები იყო ეს ადამიანი ჩვენთვის", - თქვა გვარამიამ დაკითხვაზე შესვლამდე.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ადამიანი გედევან ფოფხაძე, გვარამიამ თქვა, რომ არა. 

"ის არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, მაგრამ არა - მაღალი თანამდებობის პირი", - აღნიშნა რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა.

გუშინ, რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრასაქართველოს მთავარმა პროკურატურამ გვარამიას განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო

კომენტარები