რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ის, ვისი პირითაც დამემუქრნენ, არის ჩემი და მთავრობის მეგობარი

ვაპირებ დაკითხვაზე მისვლას და იმ პირის დასახელებას [ვისი პირითაც დამემუქრნენ], თუმცა ფაქტია, რომ გამოძიება არ იქნება, სრული ნონსენსია. ის პირი, თავისთავად ცხადია, თვითონ არ მემუქრება. ის არის ჩემი მეგობარი და მთავრობის მეგობარი. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს (პრეზენტაცია იყო მათი ერთწლიანი მოღვაწეობის და შეგიძლიათ, კადრებიც ამოიღოთ), პირდაპირ მან მითხრა, რომ ეს ადამიანი გადმომცემდა ხოლმე, თუ რას ფიქრობს მთავრობა. ზუსტად ამ პირს ვესაუბრე.

თქვა რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს ეზოში მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე. მისივე თქმით, რუსთავი 2-ში ამ პირის შესვლა-გამოსვლის კადრებიც არსებობს, რომელსაც პროკურატურას წარუდგენს. კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები