რუსთავი 2-ის საქმე

ხიდაშელი: გამოძიების გასაღები ხელში უჭირავს ნიკა გვარამიას

მე ვუსმინე, რა თქმა უნდა, გუშინ ბატონ გვარამიას და გუშინვე, სულ რამდენიმე წუთში დაიწყო გამოძიება, პროკურატურამ უკვე ჩააბარა მას უწყისი. აქ საკითხი ძალიან მარტივად არის. ამ საქმის უსწრაფესი გამოძიება, მასზე რეაგირება, ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელზეც გუშინ ნიკა გვარამია საუბრობდა, მის ხელშია. გამოძიების გასაღები ხელში უჭირავს ნიკა გვარამიას. ის ან სრულფასოვნად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შესაბამისად, იტყვის ვის, როდის, სად შეხვდა, რაზე იყო საუბარი და შემდეგ, ამ საქმის გამოძიება უმარტივესია, ან არ ითანამშრომლებს და, შესაბამისად, თქვენ მუდმივად გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ მორიგი საუბრები გქონდეთ იმაზე, რომ არაეფექტურია ხელისუფლება.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებით და ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

კომენტარები