რუსთავი 2-ის საქმე

ჩიქოვანი: განცხადება არის საფუძველი სისხლის სამართლებრივი საქმის აღძვრისთვის

ეს განცხადებები არის პირდაპირი საფუძველი იმისა, რომ სისხლისსამართლებრივი საქმე იქნას აღძრული და უკვე განცხადებები იმის თაობაზე, რომ ერთ კონკრეტულ მოსამართლეზე ან სასამართლოზე არის დამოკიდებული არის მიუღებელი. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ეს არის ნათელი გაგრძელება იმ ტრადიციებისა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა ამ ქვეყანაში. ერთხელ და სამუდამოდ ქართული ოცნებაც, ნაციონალური მოძრაობაც უნდა მიხვდეს, რომ ამ ფორმებით ბრძოლა ნებისმიერ თემაზე, ეს იქნება მედია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები თუ ნებსიმიერი სხვა თემა არის მიუღებელი.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ირაკლი ჩიქოვანი, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

კომენტარები