გამთენიისას, ალექსანდრე ყაზბეგის #20-ში მდებარე კომპიუტერული მაღაზია და სერვისცენტრი ITSC გაქურდეს. უცნობმა პირებმა აგურით შუშა ჩაატვრიეს, რამაც ტექნიკა დააზიანა. მათ მაღაზიიდან ლეპტოპის წაღება მოახერხეს.
მეპატრონე რობერტ გაჩეჩილაძის თქმით, ზარალი 5000 ლარს აღწევს.
როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს (ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.)





