რუსთავი 2-ის საქმე

ჯავახიშვილი: ელჩები დავაწყნარე, რომ არავინ ებრძვის არცერთ ტელევიზიას

ნამდვილად შემიძლია, ქართულ და ამერიკულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს. სხვათა შორის, რამდენიმე ელჩმა მითხრა და ყველა დავაწყნარე, რომ არავინ არ ებრძვის არცერთ ტელევიზიას და, მათ შორის, რუსთავი 2-ს. არავინ არ აპირებს ტელევიზიის დახურვას. ამ საკითხს პოლიტიკურად აქცევს პირველ რიგში რუსთავი 2. საუბარია დამფუძნებლებს შორის ურთიერთობაზე, რა შუაშია აქ პოლიტიკა. ქონება მოსამართლემ დააყადაღა. ანუ ეს არის, როგორც წესი, სამართლიანი გადაწყვეტილება. რატოა ეს პოლიტიკური? შესაძლებელია, რომ ვინმეს გაუჩნდეს რაღაც შეკითხვა, გავცეთ სწორი პასუხი

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები