ოკუპირებული ტერიტორიები

Regnum: თიბილოვს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარება სურს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება სურს. ამის შესახებ მან დღეს, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ ინფორმაციას სააგენტო Regnum ავრცელებს.

როგორც მის პრესსამსახურში აცხადებენ, თიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის დიდი ხნის ოცნებაა.

"დღეს ისეთი პოლიტიკური რეალობაა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, შევუერთდეთ მოძმე რუსეთს, რათა საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველვყოთ", - თქვა თიბილოვმა.

თიბილოვი დარწმუნებულია, რომ "ოსი ხალხი მის ინიციატივას მხარს დაუჭერს."

კომენტარები