ქართული ოცნება

ქართული ოცნება პარტიის ცენტრალურ ოფისში სხდომას მართავს

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება პარტიის ცენტრალურ ოფისში სხდომას მართავს. არსებული ინფორმაციით, ფრაქციის წევრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უმრავლესობის ლიდერის არჩევასთან დაკავშირებული საკითხია.

უმრავლესობის ლიდერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. სავარაუდოდ, სხდომას პრემიერმინისტრიც ესწრება.

კომენტარები