კრიმინალი

სადღობელაშვილი და მისი მომხრეები სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა

kvira.ge

ლადო სადღობელაშვილი და ორგანიზაცია თავისუფალი თაობის გუშინ დაკავებული მხარდამჭერები თბილისის საქალქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააჯარიმა. სასამრთლომ ორგანიზაციის წევრებს და ხელმძღვანელს 200, 250 და 300 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გუშინ ტაბულას ფოტოგრაფ ალექსანდრე გიორგაძეს ლადო სადღობელაშვილი და მისი თანამოაზრეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ლადო სადღობელაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მას შემდეგ მივიდა რაც ინტერნეტში წამების კადრების გამოქვეყნდა - სადღობელაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების დასჯას მოითხოვდა. სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება. მომხდარის გამო საპარტულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

 

კომენტარები