NDI-ის კვლევა ასახავს იმ ძალიან მძიმე რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში - ივანიშვილის გუნდის მიერ შექმნილ რეალობას; ეკონომიკაში, უსაფრთხოებაში, ზოგადად, ქვეყნის განწყობას. ქვეყანა ამ ადამიანს და მის გუნდს მიჰყავს უფსკრულისკენ, საზოგადოება ამას ხედავს და ამის შედეგია მხარდაჭერის ეს კატასტროფული ვარდნა. შეიძლება, ითქვას, რომ მათ, პრაქტიკულად, ქვეყნის მართვის მანდატი აღარ და, რაც მთავარია, მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი მათ გამარჯვების შანსიც არ აქვთ. მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებში ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, რაც შეეხება ენმ-ს რომელიც უსწრებს ამ კვლევაში ქართულ ოცნებას - ჩვენ გვესმის, რომ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რომ ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ ის ხედვა და გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყნის ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოსაყვანად. ჩვენ გვაქვს ამის კომპეტენცია, ჩვენ გვაქვს ამის რწმენა, ჩვენ ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და იმის გაკეთებას ვაპირებთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს.
tbl.ge/s8d
დაკოპირდა

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია NDI-ის კვლევაზე.
ამავე თემაზე
- NDI: საქართველოს მოსახლეობის 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას
- NDI: 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს
- NDI: 58% არაა დარწმუნებული, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს
- NDI: გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა
- NDI: გამოკითხულთა 54% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 38% – ცუდად




