NDI-ის კვლევა

NDI: გადაწყვეტილი ამომრჩევლებიდან 30% ხმას ენმ-ს მისცემს, 26% ქართულ ოცნებას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას, 28% დადებითად პასუხობს, უარყოფითად 59%.

მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, 30% ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემს, 26% ქართულ ოცნებას, 11% არცერთ პარტიას. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა მიმდინარე წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები