NDI-ის კვლევა

NDI: ქართული ოცნება ჩემს შეხედულებებთან ახლოსაა: 2012/11 - 63%, 2015/08 - 14%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 14% პასუხობს, რომ ქართული ოცნება. 

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ნოემბრის კვლევის მიხედვით, 63% თვლიდა, რომ ქართული ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს იყო.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა მიმდინარე წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები