ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, როგორი გავლენა აქვს ევროკავშირს საქართველოზე, გამოკითხულთა 25% ფიქრობს, რომ დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს, 34%-ის აზრით - საშუალო გავლენა, 23% მიიჩნევს, რომ მცირე/არანაირი გავლენა, ხოლო 19%-მა არ იცის.
რაც შეეხება ეკონომიკურ გავლენას, კვლევაში მონაწილეთა 18% მიიჩნევს, რომ დიდი გავლენა აქვს ევროკავშირს, 33%-ის აზრით, საშუალო გავლენა აქვს, 28% მცირე/არანაირი გავლენა და 20%-მა კი, კითხვაზე პასუხი არ იცის.
ამასთან, გამოკითხულთა 15% ფიქრობს, რომ ევროკავშირს დიდი კულტურული გავლენა აქვს, 34% - საშუალო, 31% - არ აქვს გავლენა. 19%-მა არ იცის.
კითხვაზე, როგორი პოლიტიკური გავლენა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს, გამოკითხულთა 15% პასუხობს - დიდი. 29% - საშუალო. 38% - მცირე ან არანაირი, 15% - არ ვიცი. კვლევაში მონაწილეთა 19% მიიჩნევს, რომ ევროკავშირს დიდი ეკონომიკური გავლენა უნდა ჰქონდეს, 30% - საშუალო, 32% - მცირე, 17% - არ ვიცი. რაც შეხება კულტურულ გავლენას, გამოკითხულთა მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს, 28% - საშუალო, 39% - მცირე და არ ვიცი - 16%.





