NDI-ის კვლევა

NDI: 44% - 2012 წლის შემდეგ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაზრდილია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთის საქართველოზე გავლენა გაიზარდა. მხოლოდ 17% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გავლენამ მოიმატა.

მხოლოდ 6% თვლის, რომ რუსეთის გავლენა შემცირებულია. 10% კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გავლენაა შემცირებული.

გამოკითხულთა 48% თვლის, რომ რუსეთს საქართველოზე პოლიტიკური გავლენა აქვს, 31% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური გავლენა აქვს, 13% -კულტურულს.

თუმცა, კითხვაზე, როგორი უნდა იყოს რუსეთის გავლენა საქართველოზე - 68% თვლის, რომ არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გავლენა, 54% - არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკური გავლენა, 58% - არ უნდა ჰქონდეს კულტურული გავლენა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები