თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. თელასის ცნობით, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ნუცუბიძის, გამრეკელის, ძოწენიძის, ქავთარაძის, იმედაშვილის, არდაზიანის, ვაზისუბნის, გაგარინის, შარტავას, სახოკიას, ზემო ვეძისის და ჩერქეზიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, წმინდა ქეთევან წამებულის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, კაჭარავას, ეკატერინე ფორაქიშვილის, დესპინე გელოვანის, დოლაბაურის, უჯარმის, პატარძეულის, ჭრელაშვილის, ბერი გაბრიელ სალოსის, არტურ ლაისტის, იუნკერთა, დოდაშვილის და ჩკალოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოჭინის დასახლების, ქინძმარაულის შესახვევის, კალოუბნის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვეკუას, ხიზაბავრის, ქერჩის, თიანეთის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების და ლაგურაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, თიანეთის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის და ტიბაანის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00-დან 13:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II კვარტლის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის და კოხრეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები