საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი: სამართალდამცავებმა უკანონო ქმედებების აღკვეთა არ უზრუნველყვეს

constcourt.ge

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს უკანსკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა წინააღმდეგ გამართული აქციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ აქციებს სამართალდამცავების მხრიდან სათანადო რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. 

"სტუმრები დაინტერესდნენ იმ სამწუხარო ინციდენტებით, რაც ახლდა ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმ უკანონო ქმედებებს და ზეწოლებს, რასაც ადგილი ჰქონდა მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრებზე, და იმ არგატარებულ ღონისძიებებზე, რაც მოხდა ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, როდესაც მათ არ უზრუნველყეს უკანონო ქმედებების აღკვეთა და დღემდე არ არის ამ თემებზე რეაგირება", - თქვა გიორგი პაპუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან შეკრების ან მანიფესტაციის გამართვა საქართველოში დასჯადია და ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ და თბილისში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სახლთან გამართულ აქციებზე სამართალდამცველებმა კანონი სათანადოდ არ აღასრულეს. 

კომენტარები