რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე: თქვენ შეიძლება წვიმის მოსვლაც რუსთავი 2-ის დაყადაღებას დაუკავშიროთ

არ უნდა გაჩნდეს ეჭვი და მოსამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი და რამდენად არსებობს კანონის მიხედვით აცილების გზები. კანონმდებლობა მკაფიოდ ამბობს, როცა მოსამართლე ვალდებულია, აიცილოს საქმე. მე არ ვიცნობ საქმეს, არ ვზივარ დარბაზში და მე არ შემიძლია, მას გადაწყვეტილება ვუკარნახო. ეს მისი პასუხისმგებლობაა, მას გამოაქვს გადაწყვეტილება. ის არის პასუხისმგებელი და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ თვლის, რომ არ არსებობს აცილების საფუძვლები, უნდა განიხილოს საქმე მიუკერძოებლად და ობიექტურად. ძალიან კარგი, თუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებს პროკურატურა. თუ თქვენი მსჯელობა მიდის იქ, რომ რაღაც გაჟღერდა რუსთავი 2-ში და პროკურატურამ სასწრაფო წესით იმის გამო, რომ რეაგირება მოეხდინა ამ ინფორმაციაზე, წაუყენა ბრალი იმიტომ, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები. რას ხედავთ ამაში უკანონოს ან მიკერძოებას? პირიქით, საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის, ვისი დედაა, ვისი მამაა, თუ საფუძველი არის, მას ბრალი უნდა წაეყენოს. თუ ადრე იყო ბრალი წასაყენებელი, ბუნებრივია, პროკურატურას უნდა წაეყენებინა ბრალი. მე ახლა ვერ გეტყვით, რა მოხდა, როგორ მოხდა. თუ ასე ყველაფერს უსრულებს პროკურატურას ურთმელიძე, თუ ყველა გადაწყვეტილებას ხელისუფლებასთან შეთანხმებით იღებს, მაშინ გამაგებინეთ, ბრალი რაღატომ წაუყენეს, რაღატომ დაკითხეს, რაღატომ აწარმოეს ეს საქმე. თუ ეს კაცი ასეთი შემსრულებელია ყველანაირი დავალების, მაშინ რაღატომ სჯიან ამ ადამიანს? თქვენ შეიძლება ყველაფერი ყველაფერს დაუკავშიროთ, რატომ მოვიდა წვიმა, შეიძლება რუსთავი 2-ის დაყადაღებას დაუკავშიროთ. 

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე რუსთავი 2-ის საქმეზე გადაცემა არჩევანში საუბრისას

კომენტარები