რეკლამა

გალთ & თაგარტმა საქსო ბანკთან პარტნიორობაზე ხელშეკრულება გააფორმა

სს გალტ & თაგარტმა და Saxo Bank-მა საქართველოში ექსკლუზიური პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს. ეს შესაძლებლობას მისცემს გალტ & თაგარტის კლიენტებს, პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში განახორციელონ ინვესტიციები გლობალურ ფასიან ქაღალდებში და ივაჭრონ წამყვანი კორპორაციების აქციებით. ახალი შეთავაზება ხელმისაწვდომი გახდება 2015 წლის ნოემბერში და უზრუნველყოფს კლიენტების მოქნილ და უსაფრთხო ვაჭრობას, გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით. 

საქართველოს ბანკის შვილობილი, გალტ & თაგარტი ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციების მართვის მომსახურების სფეროში. გალტ & თაგარტს აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშაობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის კაპიტალური ბაზრების განვითარების მიმართულებით.

საქსო ბანკი, რომლის სათავო ოფისიც მდებარეობს კოპენჰაგენში, დაარსდა 1992 წელს და წარმოადგენს საქსო ბანკის ჯგუფის ინსტიტუციონალურ მიმართულებას. საქსო ბანკი უზრუნველყოფს პარტნიორ ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და უსაფრთხო ტექნოლოგიებით და სთავაზობს მოქნილ საბროკერო მომსახურებას. საქსო ბანკი ემსახურება კლიენტებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს გლობალურად 26 ოფისის მეშვეობით, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, დანიასა და სინგაპურში.

„ჩვენ მოხარულები ვართ საქსო ბანკთან საქართველოს ფარგლებში ექსკლუზიური თანამშრომლობის დაწყებით, რაც გალტ & თაგარტის კლიენტებს, საქართველოში პირველად, შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ ინვესტიციები საერთშორისო ბირჟებზე, კორპორაციების აქციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში, თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, სწრაფად და უსაფრთხოდ. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი შეთავაზების შედეგად, გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურება გახდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და გლობალური. მოუთმენლად ველით ახალი შეთავაზების დეტალების გაცხადებას მიმდინარე წლის ნოემბერში“, - განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ. 

კომენტარები