NATO-ს ვერტმფრენი

ავღანეთში NATO-ს ვერტმფრენი ჩამოვარდა: დაღუპულია 5 ადამიანი

PA

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, NATO-ს ბაზის სიახლოვეს, ვერტმფრენი Puma Mk2 ჩამოვარდა. ვერტმფენმა ავარია დაშვებისას განიცადა. დაღუპულია ხუთი ადამიანი.

NATO-ს წარმომადგენლები, ამ ეტაპზე, დაღუპულთა ვინაობას არ ახმაურებენ. თუმცა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის ორი ბრიტანული სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების თანამშრომელი იყო. მათივე ცნობით, ეს იყო უბედური შემთხვევა და ტერაქტთან არავითარი კავშირი არ აქვს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები