NDI-ის კვლევა

NDI: 68%-ის აზრით, მანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღება აუცილებელია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ მანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღება აუცილებელია. 25% თვლის, რომ არ არის აუცილებელი, 6%-მა კი, პასუხზე უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ იმ გამოკითხულთა 66%, ვისაც მანქანა ჰყავს, ასევე ფიქრობს, რომ ტექდათვალიერების შემოღება აუცილებელია. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები