აფეთქებები ანკარაში

ღარიბაშვილი: მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმის წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო შეძრწუნებულია. ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დაღუპულთა ოჯახებს და თურქეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.

"შეძრწუნებული ვარ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ შემზარავ ტრაგედიას ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაჭრილია. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ უმძიმეს წუთებში. ტერორიზმი კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტებაა და მას საზღვრები არა აქვს. ვერც ერთი სახელმწიფო ტერორიზმს მარტო ვერ გაუმკლავდება. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და ებრძოლოს ამ უდიდეს დანაშაულს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მშვიდობიან აქციაზემომხდარი ორი აფეთქების დროს, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 126 კი, დაშავდა. BBC-ს ცნობით, ამ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის მთავრობამ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

აფეთქებები ანკარაში, მატარებლის ცენტრალურ სადგურთან ახლოს მოხდა. მშვიდობიან მარშზე სამხრეთ თურქეთში სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლებს შორის კონფლიქტს აპროტესტებდნენ.

კომენტარები