აფეთქებები ანკარაში

თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

BBC

თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო, თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 
მისივე თქმით, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომ ტერაქტი ანკარაში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დავუთოღლუმ მსოფლიო თანამეგობრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. 

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მშვიდობიან აქციაზე ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა, 245 კი, დაშავდა. მათგან 48 - მძიმე მდგომარეობაშია. 

აფეთქებები ანკარაში, მატარებლის ცენტრალურ სადგურთან ახლოს მოხდა. მშვიდობიან მარშზე სამხრეთ თურქეთში სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლებს შორის კონფლიქტს აპროტესტებდნენ. 

კომენტარები