აფეთქებები ანკარაში

თურქეთის პრემიერმინისტრი აფეთქებებში ISIS-ს ადანაშაულებს

AP

თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ აცხადებს, რომ ანკარაში მომხდარ აფეთქებებში მთავარი ეჭვმიტანილი ISIS-ია. აფეთქებები ანკარაში შაბათს მოხდა და ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.

დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის 97-ია, თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, რიცხვი 128-ს უტოლდება.

თურქეთში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. დაღუპულთა დაკრძალვები კი დღეს იწყება. დავითოღლუს განცხადებით, აფეთქებები იყო ზეწოლის მცდელობა ISIS-ის მხრიდან 1 ნოემბერს ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებზე.

კომენტარები