საქართველოს მხარეს ჰქონდა კომუნიკაცია და მთელი ეს პერიოდი რამდენჯერმე იყო შეხვედრა, მათ შორის, პროკურორი იყო ჩამოსული ჰააგის სასამართლოდან საქართველოში. ეს წინა წლებშიც ხდებოდა და ახლაც ხდება, ბოლო პერიოდში. ჩვენი ინტერესია, დადგინდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, რადგან შეილახა ქვეყნის სუვერენული უფლება, ჩვენი მოქალაქეების უფლებები და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, მეორე მხარესაც აქვს თავისი პოზიცია, ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული.
ბესელია: ჩვენი ინტერესია ჩვენი მოქალაქეების უფლებადარღვევის ფაქტების დადგენა
tbl.ge/t4l
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიებაზე.




