თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეუწყდება. თელასი გათიშვის საათებს დედაქალაქის რაიონების მიხედვით აქვეყნებს:

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფირდოუსის, გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის და მუკუზნის შესახვევის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ხარაბაძის და ივერიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის და ქვედა მელითონეთა დასახლების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილის მასივის „დ" ქუჩის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ზარზმის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები