გოცირიძე: გაზპრომი ჩქარობს, რადგან 3 წლის შემდეგ გვექნება სამჯერ მეტი გაზი

ვინ არის რუსული გაზის მომხმარებელი საქართველოში? სწორი იყო აზერბაიჯანული პრესის სათაური, საიდან უნდა ამოაგდოს გაზპრომმა აზერბაიჯანული მიმწოდებელი. რომელია ეს ბაზარი და რატომ შემოგვყავს აქ? რატომ ჩქარობს გაზპრომი? იმიტომ ჩქარობს, რომ საქართველოში 2.5 წელიწადში შემოვა ერთი იმდენი გაზი აზერბაიჯანიდან, რაც შემოდიოდა. დაიწყო უკვე ახალი პროექტის მშენებლობა, დაწყო მილების გადმოტვირთვა, დაიწყო შაჰდენიზის მეორე ხაზის მშენებლობა, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე გადის 7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, მთლიანი მოცულობა მისი გახდება 24 მილიარდი. 2018 წელს საქართველო მიიღებს კიდევ 6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აზერბაიჯანიდან, ანუ ამ ახალი, მეორე ხაზით და პლუს 2019 წელს მიიღებს 10 მილიარდს. ანუ გამოდის, რომ ჩვენ 3 წლის შემდეგ გვექნება სამჯერ მეტი გაზი აზერბაიჯანის მიერ გატარებული საქართველოს ტერიტორიაზე და ტრანზიტით მიღებული, მხოლოდ გაზის კუთვნილი, უფასო გაზიც კი ჩვენი მოთხოვნების დიდ ნაწილს აკმაყოფილებს. როგორ უნდა ჩაეკვეხოს ამ კონკურენციაში გაზპრომი? ამიტომ ჩქარობს

ეკონომისტი რომან გორიცირიძე გადაცემაში თეორემა

კომენტარები