ადამიანის უფლებები აზერბაიჯანში

ევროსაბჭო აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ტოვებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის გადაწყვეტილებით, ევროსაბჭო აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ერთობლივ ჯგუფს ტოვებს. იაგლანდმა აღნიშნული ინფორმაცია ევროსაბჭოს მინისტრებს გუშინ შეატყობინა.

2014 წლის ოქტომბრიდან საბჭოს წარმომადგენელი ბაქოში აზერბაიჯანში თანამდებობის პირებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრებს ესწრებოდა, რაც მხარეებს შორის "დიალოგის აღდგენას" ისახავდა მიზნად.

ევროსაბჭოს განცხადებით, უფლებადამცველთა მდგომარეობა აზერბაიჯანში მკვეთრად გაუარესდა. "დაკავებული უფლებადამცველების რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი, ევროსაბჭომ მიიღო ძალიან სამწუხარო ანგარიშები მათი დაკავების და ციხეში ყოფნის მიუღებელ პირობებზე", - წერია განცხადებაში.

კომენტარები