2016 წლის ბიუჯეტი

2016 წელს მოსახლეობას სამთავრობო აპარატის შენახვა 57 მილიონით ძვირი დაუჯდება

iStockPhoto

2016 წელს საქართველოს მოსახლეობას სამთავრობო აპარატის შენახვა 57 მილიონი ლარით უფრო ძვირი დაუჯდება. ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო  სექტორში დასაქმებული 116 ათასი ადამიანის ანაზღაურებაზე 1.438 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით 19 სამინისტროდან 14-ში ზრდაა, 3-ის ბიუჯეტი იგივე რჩება 2-ის ბიუჯეტი კი მცირდება. ჯამში სამინისტროების დაფინანსება 345 მილიონით იზრდება.

 

  • ფინანსთა სამინისტრო - 90 მილიონი ლარი კლება 1 მილიონი ლარი    
  •  საგარეო საქმეთა სამინისტრო - 100 მილიონი ლარი ზრდა 10.5 მილიონი ლარი
  • ლტოლვლთა და განსახლების სამინისტრო - 70 მილიონი ლარი ზრდა 0 ლარი 
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 950 მილიონი ლარი ზრდა 5 მილიონი ლარი                                                                            
  • კულტურის სამინისტრო - 95 მილიონი ლარი ზრდა 0.1 მილიონი ლარი                                                                                          
  • თავდაცვის სამინისტრო -  670 მილიონი ლარი ზრდა 3 მილიონი ლარი                                                                                         
  • ეკონომიკის სამინისტრო - 85 მილიონი ლარი კლება 0.3 მილიონი ლარი                                                                                      
  • განათლების სამინისტრო - 975 მილიონი ლარი ზრდა 135 მილიონი ლარი                                                                                    
  • ჯანდაცვის სამინისტრო - 3.07 მილიარდი ლარი ზრდა 285 მილიონი ლარი                                                                                  
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 281 მილიონი ლარი ზრდა 14 მილიონი ლარი                                                                          
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 595 მილიონი ლარი ზრდა 4 მილიონი ლარი                                                                                
  • იუსტიციის სამინისტრო - 68 მილიონი ლარი ზრდა 2 მილიონი ლარი                                                                                          
  • ენერგეტიკის სამინისტრო - 135 მილიონი ლარი ზრდა 21 მილიონი                                                                                           
  • შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო - 1.3 მილიონი ლარი ზრდა 0 ლარი                                                                 
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - 40 მილიონი ლარი ზრდა 3.5 მილიონი ლარი                                              
  • სასჯელაღსრლების სამინისტრო - 153 მილიონი ლარი ზრდა 3 მილიონი ლარი                                                                     
  • ევროინტეგრაციის სამინისტრო - 3.1 მილიონი ლარი ზრდა 0 ლარი                                                                                            
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 75 მილიონი ლარი ზრდა 6 მილიონი ლარი                                                            
  • დიასპორის სამინისტრო - 1.2 მილიონი ლარი ზრდა 0 ლარი

სამთავრობო ხარჯების დასაფინანსებლად მთავრობა შიდა ვალს მომავალ წელსაც აიღებს. ბიუჯეტის პროექტით მომავალ წელს 200 მილიონი ლარის ვალის აღება მოხდება, რაც 2015 წელთან შედარებით 300 მილიონით ნაკლებია.

მომავალ წელს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, წინა წელთან შედარებით სამთავრობო ხარჯები 4.4%-ით შემოსავლები კი 5%-ით იზრდება.

კომენტარები