2016 წლის ბიუჯეტი

გოცირიძე: 2016 წლის ბიუჯეტის გეგმა შემოსავლების და ხარჯების მხრივ ვერ შესრულდა

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის თმით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების კუთხით. ამის ძირითადი მიზეზი კი, სუსტი ეკონომიკური ზრდა და მთავრობის მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.

„მიუხედავად მთავრობის ოპტიმიზმისა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარ-მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მხოლოდ 2,9 პროცენტი შეადგინა. წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა გარდა ფისკალური, ასევე მონეტარული არასტაბილურობითაც, რაც ლარის კურსის გაუფასურებაში და მის მკვეთრ რყევებში გამოიხატა. შემოსავლების 6 თვის გეგმა 208 მილიონი ლარით გაირღვა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლების გეგმა განსაზღვრული იყო 4,636 ლარის ოდენობით, ფაქტობრივად ბიუჯეტში შემოვიდა 4,428 მილიარდი ლარი. დანაკლისმა 208 მილიონი ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვის შემოსავლების მოცულობა 366 მილიონი ლარით ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც მაშინ 4,794 მილიარდ ლარს შეადგენდა.“-ამბობს გოცირიძე.

გოცირიძის თქმითვე, ერთადერთი, რაც შესრულდა 2016 წლის პირველ ნახევარში,  სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმაა, თუმცა ბიუჯეტი არ შეიცავს მხოლოდ საგადასახადო შემოსავლებს და მისი ერთი ნაწილის გეგმის გადაჭარბებით შესრულება მთლიანი ჩამორჩენის ნეგატიურ ეფექტს ვერ ანეიტრალებს.

„შემოსავლების გეგმის ჩავარდნის მიზეზი იყო არასაგადასახადო შემსვლებიდან და საგარეო წყაროებიდან თანხების მიუღებლობა. ხარჯების 6 თვის გეგმა 245 მილიონი ლარით გაირღვა.  2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაგეგმილი იყო 4,924 მილიარდი ლარის ოდენობით, ფაქტობრივად დაიხარჯა 4, 679 მილიონი ლარი, რაც 245 ლარით ნაკლებია დაგეგმილთან შედარებით. საბიუჯეტო გარღვევის გადაფარვა მოხდა ნაშთებიდან 251 მილიონი ლარის ოდენობით. მთავრობამ შემოსავლებში წარმოქმნილი დანაკლისი დაიფარა ძველი ნააშთებიდან 251 მილიონი ლარის ოდენობით. ეს უკანასკნელი გახდა ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი. წლის მეორე ნახევარში 787 მილიონი ლარით მეტი უნდა დაიხარჯოს, ვიდრე წლის პირველ ნახევარში. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრულია 10,145 მილიარდი ლარის ოდენობით. წლის პირველ ექვს თვეში ათვისებულია მხოლოდ 4, 679 მილიონი ლარი. დარჩენილ პერიოდში უნდა დაიხარჯოს 5,466 მილიარდი ლარი, რაც 787 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წლის პირველ ნახევარში. ბიუჯეტის არათანაბარზომიერი განაწილება და ტრადიციულად, წლის ბოლო თვეებზე გადატანილი დეფიციტური ხარჯვა კვლავ რჩება მადესტაბილიზებელ ფაქტორად და იგი ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის რისკის შემცველია.“-ამბობს გოცირიძე.

კომენტარები