PACE-ს რეზოლუცია

მარგველაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: ეს არის მძიმე რეზოლუცია

გიორგი მარგველაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა, რომელიც საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება. მარგველაშვილის თქმით ეს მძიმე რეზოლუციაა და რეალობას არ უნდა გავექცეთ.

"ეს არის მძიმე რეზოლუცია. ჩვენ არ უნდა გავექცეთ რეალობას. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო მძიმე რეზოლუცია. ეს ხდება იმ პოლიტიკური სახელმწიფოებრივი კოალიციის მიერ, რომელსაც ჰქვია ევროპა. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური გეზი ნათლად არის ევროპისკენ მიმართული." - განმარტა მარგველაშვილმა.

მისივე თქით, ევროპული გეზი არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, ხოლო ევროპელი დეპუტატების კომენტარები უნდა აღვიქვათ, როგორც მეგობრების შენიშვნები. 

"ევროპელების რაიმე ტიპის კომენტარი ჩვენზე ჩვენ უნდა აღვიქვათ, როგორც კომენტარი მეგობრების ჩვენზე, რომელიც რაღაც ტიპის შენიშვნებს გვაძლევენ ჩვენ, ქვეყანას, რომელსაც მათთან უნდა გაერთიანება. ასეთი კომენტარები უნდა იყოს საფუძველი შესაბამისი ქმედებებისათვის." - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები