რუსთავი 2-ის საქმე

მარგველაშვილი: იმედის დახურვის გამო სააკაშვილი იძულებული იყო გადამდგარიყო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები გადაცემა არჩევანში შეაფასა და აღნიშნა, რომ მედიის დამოუკიდებლობის შენარჩუნება ყველა მოქალაქისთვის მნიშნველოვანია. მან წარსულის გამოცდილებებიც გაიხსენა და განმარტა, რომ მედიის დევნას პოლიტიკოსების თანამდებობები შეეწირა.

"მაშინ როდესაც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს სწორედ რუსთავი 2-ს დაუდგა სირთულე, ამის შედეგად ჩვენ გვახსოვს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებმა,პარლამენტის თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა ამ დაპირისპირების შედეგად მათ თანამდებობების დატოვება მოუწიათ. მე გაგახსენებთ კიდევ უფრო მძიმე ეტაპს, როდესაც იმედის დახურვას გადაყვა საქართელოს მაშინ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურის, საქართველოს პრეზიდენტის ვადა და პრეზიდენტი სააკაშვილი იყო იძულებული, სწორედ იმიტომ, რომ მედიის საკითხები იქნა ხელშეხებული, იძულებული გახდა გადმგარიყო" - განმარტა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის ნებისმიერი პოლიტიკოსისგან დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას მოელის.

"მე დღეს ყველა პოლიტიკოსისგან, განურჩევლად იმისა, რომელ ბანაკს მიეკუთვნება, რა დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ კომპანიასთან, ამა თუ იმ მაუწყებელთან... მე ველი ყველასგან მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს სასამართლო საქმიანობაში ცოტა მაინც ჩარევას, მაგრამ რიტორიკა, რომ ჩვენთვის, როგორც პოლიტიკოსებისთვის, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკოსებითვის, რომელთაც სწორედ ჩვენი დემოკრატიულობის განხორციელება შეგვიძლია ამ და სხვა ეთერებით, ხაზგასმით უნდა იყოს დაფიქისირებული და ბუნებრივია კომპანიას და მაუწყებელს არ უნდა გაუჩნდეს სირთულეები საქმიანობაში" - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები