ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართება

ტაბულა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კეერსელიძის განცხადებით, ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს დაუთმობს. კერძოდ, იმას, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს საშუალება, მშობლიურ ენაზე მიიღოს განათლება. ასევე, ქართული მხარე დააყენებს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობის საკითხს.

„ქართული დელეგაცია იმედს გამოთქვამს, რომ დანარჩენი მონაწილეებიც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. 

კომენტარები