ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

ომბუდსმენი: დელეგატ გობეჯიშვილის საქმეს მომართვის გარეშე შევისწავლით

ombudsman.ge

სახალხო დამცველი უკვე ყოფილ დელეგატ გეგა გობეჯიშვილის დაკავებას მიმართვის გარეშე შეისწავლის. ამის შესახებ აპარატში ტაბულას რამდენიმე წუთის წინ განუცხადეს. ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, აპარატი მოვლენებს აკვირდება. 

მანამდე სახალხო დამცველი საქმის შესწავლას მხოლოდ მიმართვის შემთხვევაში აპირებდა.

სამართალდამცველებმა ყოფილი დელეგატი გუშინ, საკუთარ სახლთან, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. გეგა გობეჯიშვილი სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, რევაზ არველაძის მხარდამჭერ დელეგატთა შეხვედრაზე მიდიოდა.

გობეჯიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლა. UEFA-ს დღევანდელი რეკომენდაციით, ის დელეგატი აღარ იქნება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მას ზვიად პეტრიაშვილი შეცვლის.

კომენტარები