ეროსი კიწმარიშვილის საქმე

შოთაძე: კიწმარიშვილის საქმის გამოძიების შედეგებს საზოგადოებას მალე გავაცნობთ

pirveliradio.ge

მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განმარტებით, კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე მთავარი პროკურატურა უახლოეს მომავალში გასცემს პასუხს.

"მე როგორც გპირდებით და ვთქვი, უახლოეს მომავალში, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და გასცემს ყველა კითხვას საკმაოდ დეტალურ პასუხს," - განმარტა შოთაძემ.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის მასალებთან მოსახლეობას სრული ქვდომა ექნება.

"ვფიქრობ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ძალიან მალე ამოიწურება და ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად სრულად გავაცნობთ გამოძიების შედეგებს, მათ შორის მათ ექნებათ სრული წვდომა სისხლის სამართლის მასალებთან, კონკრეტულად, თითოეულ დაკითხვის ქომთან, თითოეულ ექსპერტიზის დასვკნასთან, თითოეულ საგამოძიებო მოქმედბასთან, რაც ამ საქმეზე არის ჩატარებული პროკურატურის მიერ," - დაამატა შოთაძემ.

ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი რუსთავი 2-თან საუბრობს, რომ საქმე ჩიხშია შესული, რადგან საქმეში ახალი მასალები არ დევს.

კომენტარები